|
2025-07-02 13:36:47, 636 ნახვა
პოლიტიკა
გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში 61 პარლამენტის წევრს შეუწყდა. გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება. ამასთან, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ის ნორმა ამოქმედდა, რომლის თანახმად, პარტია მომდევნო ექვსი თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში პარლამენტის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)