18:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 11:17:01, 1073 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე - ეს რჩება ვარიანტად

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა "ვარიანტად" რჩება, თუმცა მისი გამოყენება განსაკუთრებით რთულია, ჯარისკაცების გასაწვრთნელად დიდი დრო არის საჭირო და ამ გეგმებზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

ამის შესახებ მერცმა Tagesschau-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ჩვენთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სისტემა განსაკუთრებით რთულია და იმისთვის, რომ ჯარისკაცებმა მისი გამოყენება ისწავლონ, მინიმუმ ნახევარი წელიწადია საჭირო. მათ უკვე წვრთნიან? ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. ამის შესახებ ზელენსკის ველაპარაკე, ეს ასევე კოალიციაში განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად". - თქვა მერცმა. 

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ Taurus-ების გადაცემის შემთხვევაში მას არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. 

"ყოველთვის გასაგები იყო, რომ თუკი Taurus-ებს ვაწვდით, ამ იარაღებს არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. სხვათა შორის, იგივე ეხება სხვა ფრთოსან რაკეტებსაც, რომლებსაც გაერთიანებული სამეფო ანდა საფრანგეთი აწვდიან". - თქვა მერცმა. 

მერცმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ აღარ გამოაცხადებს, რათა რუსეთს დასავლეთის ქმედებების ზუსტად შეფასება არ შეეძლოს. 

"ასევე ვთქვი, რომ ამ ფორმით მომავალში აღარ ვაპირებთ, საჯაროდ განვიხილოთ, თუ რა ტიპის იარაღს ვაწვდით ან რას ვაკეთებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან მსურს, რომ პუტინს გარკვეული გაურკვევლობა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ საომარი კუთხით". - თქვა მერცმა. 

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ Taurus-ების გადაცემის შემთხვევაშიც გერმანია ომის მხარე არ გახდება. 

"მხოლოდ ერთი რამ არის ეჭვგარეშე და ამას ამ პროგრამაშიც გავიმეორებ: გერმანია ომში მხარე არ გახდება". - თქვა მერცმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics