|
2025-07-01 09:41:54, 646 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობას საქართველოში. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ავრცელებს. „საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“. „ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას. „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ გარეშე განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)