|
2025-06-30 18:03:53, 651 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - „ოცნებაში“ დიდი წმენდაა დაწყებული
უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას, მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი წმენდა არის დაწყებული“. „დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ შენ ახლა 100 მლნ დოლარს მოიტან, ჯერჯერობით თანხა არ ჩანს და შესაბამისად, ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რამე მოძრაობა, ფაქტობრივად ჩაკეტილი ჰყავს, ისევე, როგორც რიჟვაძე, რომელსაც 300 მლნ აქვს მისატანი და გადანაწილება მოითხოვა, რომ რაღაც სესხის სახით მიიტანოს, მასაც აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა. ღარიბაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს და ეს ამბები, რაც შიგნით ხდება და კობახიძე, მდინარაძის ხელით ფაქტობრივად გადატრიალებაა, ისიც უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას, მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად. კალაძესაც უნდა ესმოდეს, რომ მასაც ძალიან მალე დაუდებენ კონკრეტული თანხის მოთხოვნას. რაც შეეხება გომელაურს, ამდენი წელი ის შს მინისტრი იყო და კრიმინალებს მიუგდო საჯიჯგნად და პერიოდულად იბარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)