|
2016-03-19 18:07:29, 1259 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
არსებული ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, საკონსულოში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს და წარმომადგენლობა სპეციალურ შტაბთან ცნობებს საათში რამდენჯერმე ამოწმებს. როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტამბოლში, ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, მას საგანგებო შტაბთან აქვს მუდმივი კავშირი. „ქალაქ სტამბოლში გახსნილი არის საგანგებო შტაბი, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კავშირი და ვიღებთ ინფორმაციას. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ მომენტისთვის არა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა. აღსანიშნავია, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ახლომდებარე ქუჩებზეც ისმოდა. ამ დროისთვის ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, პატრულირებს ავიაცია, მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)