|
2025-06-30 11:19:32, 555 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, ის მერიას 4 ოქტომბერს ყრილობისთვის სტადიონის დათმობას სთხოვს
მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს. როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა. „ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია. ეს წარმოუდგენელია, რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ყრილობისთვის, რომლის ჩატარებაც გვინდა, მოგვცენ ბორის პაიჭაძის სტადიონი, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილია, სადაც შეიძლება, რომ დავეტიოთ. ამიტომ შევიტანეთ ეს განცხადება. ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ამიტომ გვინდა მოვიწვიოთ ყრილობა 4 ოქტომბერს, როდესაც თითქოს არჩევნები უნდა ყოფილიყო. გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერია მის განცხადებას, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ითხოვენ, ამიტომ არ აქვს უარის მოლოდინი. „ვერ წარმომიდგენია, მერიამ რატომ უნდა გვითხრას უარი. არაფერს არაკონსტიტუციურს და არაკანონიერს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა გვქონდეს ის ადგილი, სადაც დავეტევით. პატარა ადგილია პრინციპში - 55 ათასი კაცი ეტევა, მოედანზეც 25 000 რომ გავალაგოთ და დანარჩენი გარეთ იქნება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანად გადმოვიბაროთ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)