|
2025-06-28 12:13:54, 675 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას ვუცხადებთ
ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას ვუცხადებთ, თუმცა ალბათ სჯობს, ავირჩიოთ ის სტრატეგია, რომელშიც არათუ ჩვენ დავზიანდებით, არამედ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „რუსული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ემპათია, ადამიანის სიცოცხლის ფასის განცდა. „სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას. ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა შიმშილობის აქტი. მე სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნია ემპათიის გამოხატვა ქართული და რუსული ოცნების მხრიდან. „რუსული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ემპათია, ადამიანის სიცოცხლის ფასის განცდა, შესაბამისად ძალიან სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებად გვენიშნება და გვესახება ელენე ხოშტარიას ბრძოლის სტრატეგია, მას მხარდაჭერას ვუცხადებთ. აუცილებლად ვიქნებით მის გვერდით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ალბათ სჯობს, ავირჩიოთ ის სტრატეგია, რომელშიც არათუ ჩვენ დავზიანდებით, ჩვენი ჯანმრთელობა დაზიანდება, არამედ ბიძინა ივანიშვილი, მისი რუსული რეჟიმი და კრიმინალური ბანდა.
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)