|
2025-06-24 12:32:50, 741 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?!
მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! - გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მხოლოდ ერთიანობით შეიძლება გამარჯვების დაჩქარება. „მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება და საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდელს, ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს, გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბევრმა პატრიოტმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა მე გავდივარ და გადიან ჩემი მეგობრები, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში არიან, „სინდისის პატიმრებიც“. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა! ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ, შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ჩვენს გატეხას ვერასდროს ვერ შეძლებთ. გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! ადამიანები ხართ, რომლებიც საპოლიციო რეჟიმს ხართ ამოფარებული, ქუჩაში გასვლის და ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სადაა საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი, რაც გააკეთეთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური და „სინდისის პატიმრებით“. მინდა მივმართო საზოგადოებას: ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავაჩქაროთ გამარჯვება“,- აღნიშნა ვაშაძემ. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა. გიორგი ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)