13:58 - 22 Jul, 2026
|
2016-03-19 10:01:22, 1361 ნახვა
მსოფლიო
როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, როსტოვში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია. BBC-ს ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვიდან სამხრეთით, დაახლოებით 1000 კილომეტრში დაშვებისას განიცადა. თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა განიხილება. როსტოვის გუბერნატორის განცხადებით, რომ ყველა მგზავრი რუსეთის მოქალაქეა. კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, მგზავრების სიაში 3 უცხოელი იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)