|
2025-06-23 15:02:21, 798 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ
გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს საქართველოს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ - 2 ივლისი წინაა, მე იმედი მაქვს, [კომისიის სხდომაზე] გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და მოიხადოს თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება“. პაპუაშვილის თქმით, კომისიაზე გამოცხადება სავალდებულოა და მნიშვნელოვანია, გახარიამ კითხვებს პასუხი გასცეს. „ვხედავთ რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე თავს იკავებს გიორგი გახარია და იმიზეზებს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში. ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს, მათ შეძლეს, მისი ამ ქცევით, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასულია დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ გიორგი გახარიას მიერ მაშინ ჩატარებული ღონისძიებების გამო. მან წინა კომისიაზე ისაუბრა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად, ჩორჩანას ტყეში დაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩადგა საგუშაგო, რასაც მოჰყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ აეღოთ ეს საგუშაგო და მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ 5 დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ მომენტში იყო საქართველო ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილი შს მინისტრი მზად არის „სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებულ კითხვებს 2 ივლისსაც დისტანციურად უპასუხოს“.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)