|
2025-06-19 09:40:05, 753 ნახვა
პოლიტიკა
ლენა შილინგი - მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული
მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“. „ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)