|
2025-06-18 20:28:41, 863 ნახვა
პოლიტიკა
ISFED კობახიძის განცხადებაზე - ეუთო/ოდირი საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს 4-ჯერ დააკვირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები [ISFED] ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ეუთო/ოდირის მისიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მოწვევასთან დაკავშირებით. ISFED-ის განცხადებით, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. "დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკის არარსებობა დაასახელა, ხოლო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა გამონაკლისად წარმოაჩინა. ცნობისათვის, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საერთო არჩევნების ფარგლებში ან სხვა ტიპის ეროვნულ კენჭისყრასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან/და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჯერ არ მომხდარა, ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს". - წერს ISFED.
ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს განაცხადა, რომ "ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით". ივანიშვილს წარმომადგენელი აღნიშნულს ზოგადი პრაქტიკით ხსნის. "რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან". - თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)