|
2025-06-18 14:09:03, 598 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - თუკი ვინმე შეეცდება არჩევნები ჩაშალოს, სათანადო პასუხი გაეცემა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შეძლებს
ვერავინ შეძლებს აქ ვერაფრის ჩაშლას - ქართველი ხალხის ნება-სურვილი განხორციელდება და არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუკი ვინმე თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას შეეცდება, „სათანადო პასუხი გაეცემა“, თუმცა მათიკაშვილი აქვე დასძენს, რომ „რადიკალებს ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ“. „სათანადო პასუხი გაეცემა, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება, რომ საქართველოში საყოველთაო, ღია და თანასწორი არჩევნები უზრუნველყოს, რაიმე ფორმით შებღალოს და ეცადოს ამ ყველაფრის ჩაშლას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რადიკალებს ამის არანაირი თავი, ერთი მუჭა რესურსი არ გააჩნიათ,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა. დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია და მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნება-სურვილი იქნება განხორციელებული - ჩატარდება არჩევნები. რადიკალებს მძიმე მარცხი ექნებათ, რომელსაც ისინი წესით უკვე უნდა მიეჩვიონ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)