|
2025-06-18 12:29:26, 812 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს, ჩვენს მატარებლებს, თვითმფრინავებს, მილსადენებს, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და ელექტრო სადენებს თავს ესხმის. ასევე, თავს ესხმის ჩვენს ინდუსტრიას, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ კომპანიებს. ისინი დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებენ და თავიანთ სამხედრო ძალებს აძლიერებენ და ბირთვულ არსენალს აფართოებენ“, - განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, რუსეთმა გასულ წელს თავდაცვაზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად ევროკავშირმა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვისკენ მოუწოდა. „წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს გრძელვადიანი აგრესიისთვის მათი გრძელვადიანი გეგმაა. თუ ამის გამოყენებას არ აპირებ, მაშინ სამხედრო სფეროში ამდენს არ დახარჯავ. მჯერა, რომ არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვერ დავამარცხებთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს. „უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები რომ გავიმეორო: „თუ უკრაინას კიდევ უფრო მეტად არ დავეხმარებით, მაშინ რუსული ენის სწავლის დაწყება მოგვიწევს“. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც საბოლოოდ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“, - განაცხადა კაია კალასმა.
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)