|
2025-06-16 11:07:22, 862 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ამ მიზნის მისაღწევად, სანქციები უნდა გაამკაცრონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ და ეს ომი დავასრულოთ, სანქციები ამ მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ წინადადება სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს „დიდი შვიდეულიდან“, შემოგვიერთდნენ ამ მცდელობაში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესო ვარიანტია გრძელვადიან პერსპექტივაში. „ირანი რეგიონული არასტაბილურობის მთავარი წყაროა და ჩვენ ყოველთვის ძალიან ნათლად ვამბობდით, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ, ევროპაში არსებულ კონფლიქტებსა და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებს შორის მზარდ ურთიერთკავშირს. ირანის მიერ შექმნილი და დამზადებული ერთი და იგივე ტიპის დრონები და ბალისტიკური რაკეტები განურჩევლად ურტყამს უკრაინისა და ისრაელის ქალაქებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)