|
2016-03-18 15:24:41, 1253 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი გაეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსული მედია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კვლავ მტკიცედ მხარს უჭერს და ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს. "ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი არ არის და თვლის, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა, რის შედეგადაც სამართლებრივი წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დგება", - ნათქვამია განცხადებაში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს და ეს აღკვეთითი ღონისძიებებითაც გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)