22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 17:18:42, 973 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ზურაბიშვილის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან: ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერებს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე მოვიდნენ.

“მოვედით სამუშაო შეხვედრაზე. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

როგორც “ლელოს” ლიდერებმა განაცხადეს, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ და გააჟღერებენ, რა საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა პოლიტიკოსებს.

არსებული ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics