|
2025-06-10 16:14:11, 868 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს - ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?
რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ანგარიშში გამოტოვებული საკითხები იმით იყოს განპირობებული, რომ აპარატის თანამშრომლები მას თემებს შერჩევითად აწვდიან. „როცა დაინიშნეთ ამ პოზიციაზე, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ? რატომ გამიჩნდა ეს კითხვა - მადლობა ბევრი რამისთვის, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ - თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არ ახსენეთ ის, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, გაიხსნა ლაითურის სუპერ თანამედროვე ციხე. ასევე, რომ საუბრობთ მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ? ასევე, ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო, მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ, ეს დაცვა არც მჭირდება. ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არ ვარო, თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალებზე რომ ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებსა და მათ თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე ერთხელ მაინც რატომ არაფერი თქვით? კარგი, 2024 წლის ანგარიში იყოო, რომ ბრძანეთ, გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ როგორ იყვნენ? მამამისს რომ მელანი შეასხა მავნებელმა სახეში და ბავშვები ამას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, არ იცოდნენ დაბრმავდა თუ არა, სამსახურში მყოფი მათი მამა? ეს დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ჩვენ თქვენ დაგიჯეროთ! რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ გავბედავ რომ შეგაწუხოთ, იმიტომ, რომ ვიც,ი რომ ბევრი სხვა საქმე გაქვთ უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა - მეტ ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული? და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი. ასევე, მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, იუსტიციის მინისტრი როცა ვიყავი და ლომჯარიას ზოგიერთი თანამშრომელი სპეციალიზდებოდა ე.წ. პრაგონში. ანუ შედიოდნენ ერთ ციხეში, ვითომ უფლებებს ამოწმებდნენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, „პრაგონის“ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროსა და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? ეს რომ ვთქვი ლომჯარიას აქ მობრძანების დროს, აპარატის მაშინდელმა თანამშრომელმა სასამართლოში მიჩივლა, ვერაფერი დათუნია კანფეტი ვერ დაიჭირა, მაგრამ ხომ მიჩივლა? თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?“ - განაცხადა წულუკიანმა..
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)