|
2025-06-09 17:29:55, 779 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩიაშვილი - ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს
"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში. მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება. "პატივცემულო მოსამართლე, 13 წელი ვმუშაობდი ივანიშვილისთვის სტრუქტურაში, საჯაროდ განვაცხადე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება... მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი გზა დამიტოვა, ჩემი ბედის ხელში აღება, ამაშია მთელი უბედურება. თუმცა, ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას მიმართა, იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით - ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკჩამოფარებულო", უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვი სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რა კარგია, წამება არ არისო, აბა, კითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, "სინდისის პატიმრების" მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა. მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი. "ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო",- განაცხადა ბაჩიაშვილმა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს, თუმცა, უთხრა, რომ "დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაირღვევა".
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)