|
2025-06-08 12:45:10, 924 ნახვა
მსოფლიო
კაროლ ნავროცკი - პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ამჟამად ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კაროლ ნავროცკის თქმით, პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რადგან მთელი რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. იანვარში პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის არ ხედავს უკრაინას „არც ევროკავშირში და არც ნატო-ში“. „პოლონეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის პოსტიმპერიული, ნეოკომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინი. ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც, სხვათა შორის, მე მდევნიან, როგორც ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტს. რუსეთში ხუთწლიანი პატიმრობა მემუქრება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში, მაგრამ უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ შორის პოლონეთს, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები. მაგალითად, პოლონეთს აქვს ასეთი ინტერესი ვოლინის მსხვერპლთა ექსჰუმაციის მიმართ. კამპანიის დროს მე არ დავთანხმდი და როგორც პრეზიდენტი, არ დავთანხმდები უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას პოლონეთის სოფლის მეურნეობისთვის ან ლოჯისტიკური სექტორისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომპრომისს და კონსენსუსს ამ საკითხებზე. მე ვუყურებ უკრაინას, როგორც ქვეყანას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთის ფედერაციისგან, ასევე პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)