|
2016-03-17 19:44:11, 1218 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს
საჭიროების შემთხვევაში რუსეთს სირიაში შეიარაღებული ძალების დაბრუნება რამდენიმე საათში შეუძლია, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა. როგორც მედია საშუალება იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა სირიის საჰაერო სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ნებისმიერი სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენებს, თუკი მათი აზრით რუს სამხედროებს საფრთხე შეექმნებათ. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჩატარებულ ოპერაციას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის დამსახურებით მდგომარეობა სირიაში უკეთესობისკენ მიიწევს. პუტინის თქმით, ავიაკამპანიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 33 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)