|
2025-06-06 13:37:19, 817 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით
რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთი ხაზს არ იცვლის - კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა ქალაქებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. მათ მიზანში თითქმის მთელი უკრაინა ამოიღეს - ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები. ზოგიერთი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. 49 ადამიანი დაიჭრა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი - ყველა მათგანი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო. „ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით. თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად - ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ“, - წერს ზელენსკი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)