|
2025-06-06 12:16:49, 778 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები
„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც „2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში მიუძღვის წვლილი, პასუხი უნდა მოეთხოვოს“. კახა კალაძე გაერო-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხის გაცემა სჭირდება. „2008 წლის ომს მოჰყვება შესაბამისი გამოძიება, რადგან უამრავი კითხვა არსებობს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ვის ინტერესში შედიოდა ის, რაც მივიღეთ. რა მოგვიტანა 2008 წლის ომმა? - დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ტერიტორიების დიდი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, რაც უდიდესი პრობლემაა. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელმაც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო თავისი პოლიტიკური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. რეალობაზე უნდა ვისაუბროთ და უნდა გაირკვეს ყველაფერი, რა იყო. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“და „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანა დააზიანა”. „მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად გადაგვედგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას, ქართველ ხალხს არ დააზიანებდა. „ნაციონალური მოძრაობა“და მიხეილ სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება და გადადგა ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა დააზიანა; უამრავი ადამიანი დაღუპა - მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დაგვაკარგვინა ტერიტორიები. ეს არის პრობლემა და ამაზე უნდა დასვათ შეკითხვები. ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და გამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. ვინც არის პატრიოტი, უყვარს თავისი სამშობლო - აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ პატრიოტებზე, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანება და იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა“. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს უნდა მოეთხოვოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ სანამდე მიიყვანეს ქვეყანა იმ გადადგმული ნაბიჯებით. ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ და პოლიტიკოსები იმიტომ გვქვია, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ომში ჩავრთულიყავით, რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან დაკავშირებით, შანტაჟისა და მუქარების მიუხედავად, რომ არ დაგვეჭირა პრინციპული პოზიცია და დაგვეშვა შეცდომა - გაგვეხსნა მეორე ფრონტი, მივერთებოდით სანქციებს, როგორ ფიქრობთ, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით? აქ ვიდგებოდით და ვისაუბრებდით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე? - ეს არის რეალობა და ამ რეალობას გაუსწორეთ თვალი!“, - განაცხადა კალაძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)