01:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 09:51:14, 757 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტრამპს შეურაცხყოფს და კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს

ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

აღნიშნული განცხადებით უილსონი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც ჩინეთი მოიხსენია როგორც “სუპერძალა, რომელიც მთლიანად ფოკუსირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე”.

"ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს. უბრალოდ მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ. ისინი ქვეყანას ჩინეთზე ჰყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” [აქტი] უკიდურესად საჭიროა!” - წერს უილსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics