|
2025-06-05 15:15:57, 874 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და გაუგებარიც კი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არც ცესკო შეცვლილა, კანონი, მედია და პოლიტიკური გარემო გაუარესდა და პოლიტიკური ლიდერები კი ციხეში არიან. „ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. ყოველდღიურად ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ. ასევე, მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების დიდი შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება. შეკრების თავისუფლება პრაქტიკულად არ არის. ვინმემ მითხრას სად არის საჯარო სივრცეები, თბილისშიც კი ძნელი მოსაპოვებელია. რუსთაველზე თუ გაივლი, გაისეირნებ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული გასეირნება გამოდის. კანონმდებლობის კუთხით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არათუ რამენაირად გამოასწორებს გაყალბებას, რაც წინა არჩევნებში იყო, არამედ უფრო დამძიმდა ეს. ცესკო ისეთივეა როგორც იყო. დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იშვიათად მოდიან. ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში დიასპორა არ იღებს მონაწილეობას. ამ პირობებში, ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, შეიძლება რაღაც არ ვიცი. ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არ მოიტანოს იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძვის ამდენი თვეა, იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ციხეში. როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)