02:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 15:25:09, 810 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ მაკკალისტერი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას - თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ

ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გამოიჩინეთ გასაოცარი გამბედაობა და სიმტკიცე მშვიდობიან ძალისხმევაში დაიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ასე მიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც დღეს კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.

„თქვენი ყოფნა დღეს აქ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომ ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგული რჩება და ნება მიბოძეთ, დავამატო: თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. გმადლობთ იმისთვის, რომ აქ ხართ და გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ“, - აღნიშნა დევიდ მაკკალისტერმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ქეთი ხუციშვილი და ნინო ევგენიძე სტუმრობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics