|
2025-06-03 14:14:29, 494 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ახლა გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლაში; გარედან სანქციები და შიგნიდან „პრესინგი“
ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა - მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ქვეყნის შიგნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და საერთაშორისო ძალისხმევაა. „ქვეყანაში დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა. დიქტატურის გაფორმება დაწყებულია ასევე იმ კანონებით, რომლებიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად შეტევა მიდის ყველა იმ თავისუფალ კუნძულზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში არსებობდეს. ახლა კი მიმდინარეობს პატიებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დევნა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების პრაქტიკულად განადგურება. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საზოგადოების აბსოლუტურ მობილიზაციასა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უნისონში უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევასთან. ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის დარჩენილი - გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი“,- განაცხადა გიგი უგულავამ. ასევე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობაც შეაფასა. მისი თქმით, იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა საქართველოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. „ამ ვითარებაში არა თუ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება. ყველა წინაპირობა დანგრეულია - სახელმწიფო მიტაცებულია და ამ გადაწყვეტილებით ხალხს ციხეში ტოვებ. არ არსებობს არანაირი სადამკვირვებლო ფუნქცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც პარტიებს აუქმებენ. როცა თავად დასცინიან იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ - ეუბნებიან შეიძლება გაგაუქმოთო! სამადლოდ უხდიან საქმეს! ვისაც ჰგონია, რომ სხვა, არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ხმებს დაეპატრონება იდიოტია და არც არჩევნები იცის. ამ თვითმმართველობის არჩევნებით თავის „გაპრავება“ და გამშვენიერება უნდა ამ სიმახინჯეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. არჩევნებში მონაწილეობას ქართული საზოგადოება არავის არ აპატიებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)