|
2025-06-02 17:22:48, 766 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
სტამბოლში რუსეთის და უკრაინის დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით 15:50 საათზე დაიწყო და საათზე მეტ ხნს გაგრძელდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. რუსეთის დელეგაციას კვლავ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. მის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ფომინი. სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას კვლავ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მომლაპარაკებლების შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ამჯერად სტამბოლში არ წავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციის შემადგენლობაში სამი ახალი წევრია: იური კოვბასა – უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ორგანოების სისტემაში; ევგენი ოსტრიანსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და ანდრეი ფომინი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერაციული სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. შეხვედრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფიდანის თქმით, მეორე რაუნდზე ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა გაცვლის საკითხების განსახილვა იგეგმება. „დღეს ამ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასებთ ორივე მხარის პერსპექტივებსა და შეხედულებებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე განვიხილავთ ჰუმანიტარული ინიციატივების საკითხებს და ლიდერების შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის რეგულარული შეხვედრები ძალიან ღირებულია ორ მხარეს შორის ნდობის დამყარების თვალსაზრისით. რაც უფრო ხშირად განვიხილავთ ამ საკითხებს, მით უფრო დაუახლოვდება პოზიციები. მე მჯერა, რომ ეს შეხვედრა მაქსიმალურად ეფექტური იქნება და რაც შეიძლება მალე მივაღწევთ კონკრეტულ მიზნებს ზავის გზაზე“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)