14:53 - 22 Jul, 2026
|
2016-03-17 13:12:52, 1289 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანში ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვისთვის 3 ბოევიკი დააკავეს
დაღესტანში სამართალდამცველებმა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 3 ბოევიკი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax იტყობინება. როგორც სააგენტო იუწყება, მათ დაკავებისას თვითნაკეთი ბომბები აღმოაჩნდათ. ეჭვმიტანილები დაღესტანში, კერძოდ კი ჰასავიურტის დასახლებაში დააკავეს. დაკითხვის დროს, დაკავებულებმა სამართალდამცველებს იმ ადგილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც თითქმის 1 ტონა ასაფეთქებლები ჰქონდათ შენახული. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები მათ გამოყენებას ტერაქტის მოსაწყობათ აპირებდნენ. მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში სკოლის მახლობლად იყო შენახული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)