09:50 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:05:08, 382 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: პაპუაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე საქმიანობს და იღებს მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრი მორალური პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წარსულში აქვს კითხვის ნიშნები, რომელსაც მან პასუხი უნდა გასცეს.

თუმცა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს  თავისი უფლებამოსილების ვადა კანონით უმთავრდება სექტემბრის ბოლოს და „ის მანამდე საქმიანობს და იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს“.

"ძალიან ბევრი მორალური პრობლემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წარსულში აქვს კითხვის ნიშნები, რომელსაც მან პასუხი უნდა გასცეს, თუმცა, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მას თავისი უფლებამოსილების ვადა კანონით უმთავრდება სექტემბრის ბოლოს და ის, მანამდე საქმიანობს და იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ეს ასე გაგრძელდება 30 სექტემბრამდე”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ კომენტარით  იუსტიციის მინისტრი  ვენეციის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც  ნათქვამია, რომ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარის მანდატის  შეწყვეტის თაობაზე,  ხელისუფლების საჯარო  მოწოდებების გამო, შეშფოთებულები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics