|
2025-05-26 14:27:13, 780 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს 21:00 საათზე მიმართავს
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს 21:00 საათზე მიმართავს. ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თავდაპირველად 19:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დრო 21:00 საათისთვის გადაიწია. 26 მაისს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართება. “26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, ღონისძიებები სახელწოდებით “საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებების ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ იქნება. დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია მსვლელობები რამდენიმე ლოკაციიდან. 16:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება კულტურის სფეროს მსვლელობა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანი მარში ფილარმონიიდან პარლამენტამდე “არტისტულ მანიფესტს“ წარმოადგენენ. 20:00 საათზე, რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოძრაობის სტუდენტები საკუთარ გეგმებს ისაუბრებენ. 17:00 საათიდან კი საგამოფენო სივრცე გაიხსნება. “საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ. მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. 26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა! და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც: რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად! ვიცავდით და კვლავ დავიცავთ! ბოლომდე!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)