|
2025-05-26 08:39:26, 622 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, ღონისძიებები - „საქართველო, კვლავ დაგიცავ!“ გაიმართება
მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გარდა, დღეს, 26 მაისს, თბილისში მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართება. „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან დაიწყება. ასევე, დაგეგმილია დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობები: კერძოდ, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ცნობებით, 16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში რამდენიმე ლოკაციიდან, 19:00 საათზე კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ მიმართავს შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე. ღონისძიებების ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ იქნება. ასევე, 26 მაისს, 16:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება კულტურის სფეროს მსვლელობა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანი მარში ფილარმონიიდან პარლამენტამდე „არტისტულ მანიფესტს“ წარმოადგენენ. 20:00 საათზე, რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოძრაობის სტუდენტები საკუთარ გეგმებს ისაუბრებენ. 17:00 - დან კი გაიხსნება საგამოფენო სივრცე. “1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა. 1991 წლიდან სსრკ-სგან განთავისუფლებულმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღედ კვლავ 26 მაისი აირჩია. 26 მაისი ჩვენი სამშობლოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ. მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. 26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა! და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც: რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად! ვიცავდით და კვლავ დავიცავთ! ბოლომდე!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)