|
2025-05-23 10:40:42, 840 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვატიკანის მონაწილეობას
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ისა და ევროპის ლიდერები ვატიკანზე იმედებს ამყარებენ რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით, თუმცა კრემლი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში გაემგზავროს. როგორც „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რუსი ოფიციალური პირები არ გეგმავენ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის და ისინი კონცენტრირებულნი არიან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებზე, რომლებიც გასულ კვირას, სტამბოლში გაიმართა. ამასთან, კრემლში ელოდებიან, რომ ეს მოლაპარაკებები სტამბოლშივე განახლდება. როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები შეიძლება, მომდევნო კვირაში ჩატარდეს, თუმცა, ეს დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, მატში მონაწილეობა მიიღოს. გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის წარმომადგენლები კონტაქტში არიან უკრაინელებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩატარდება. წყაროების თანახმად, რუსული ეკლესია ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, აღნიშნავენ,რომ იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა ბრძანება ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ და იგი ვალდებულია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომში ჩავა. „მაშინაც კი, თუ ყველა ეს ბარიერი დაძლეული იქნება, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის შეთანხმების მიღწევისგან, რომელიც ტრამპის, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად შეხვედრას მოითხოვს“, – წერს „ბლუმბერგი“. ამასთან, „ბლუმბერგი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი თურქეთს უკეთეს ადგილად მიიჩნევს მემორანდუმზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)