|
2025-05-22 13:12:52, 774 ნახვა
პოლიტიკა
გურამ შარაძის შვილი - ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული
მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, - ამის შესახებ მოკლული პროფესორის, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. რუსუდან შარაძემ გაიხსენა მოვლენები მისი მამის მკვლელობის შესახებ, ამასთან აღნიშნა, რომ ოჯახზე თვალთვალი ხორციელდებოდა. „2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში მამაჩემი მოკლეს სამი გასროლით. სამი ტყვია თავში. პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და მერე, იქვე ჩაკეცილზე, საფეთქელზე 2 საკონტროლო გასროლა დაახალეს. შემთხვევით არ მომხდარა ეს ადგილი. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას და ჰქონდა სულ ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს იყო სპეციალურად შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხანი ხორციელდებოდა თვალთვალი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო, განსაკუთრებით საქმეში, პუნქტუალური და ზედმეტად გაწერილი წესებით, რომელსაც თითქმის არასდროს ღალატობდა. კვირა დღეს, გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „100 წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო. ე.ი. 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და კვირას დღეს, სანამ გაზეთი სტამბაში ჩაეშვებოდა ის მიდიოდა რედაქციაში და ამოწმებდა თავის ინტერვიუს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)