14:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 17:23:53, 864 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გირაოს გადახდა არ იქნება!

როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? -გირაოს გადახდა არ იქნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეს შეუძლია მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღესვე იმსჯელოს ან 7 ივნისის შემდეგ გადახედოს.

„თუ დღეს გირაოსთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება! თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ამასთან, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების მაგრამ მაინც. ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო? ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს იმიტომ, რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ?! ამას მე არ დავუშვებ. მე მოვიქცევი ისე როგორც მე ვფიქრობ, სხვები მოიქცნენ ისე როგორც თავად ფიქრობენ. საბოლოოდ საზოგადოება განსჯის"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.

ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის 20 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics