|
2025-05-19 18:24:53, 927 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - კანონთან მიმართებაში რა შეღავათი აქვთ, რომ წულუკიანს ვერ იბარებთ?
რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე? - თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ , - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში 6 საათია მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ არის პრობლემა, კომისიის წევრების მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით. "6 საათია ვმსჯელობთ, რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას.რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა. "გითხარით გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)