|
2025-05-18 14:41:25, 987 ნახვა
მსოფლიო
პაპ ლეო XIV-ის პონტიფიკატი ოფიციალურად დაიწყო
18 მაისს პაპი ლეო XIV-ის პინტიფიკატი ოფიციალურად დაიწყო. პაპის ინაუგურაცია ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართა. საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვის ფარგლებში ჩატარდა, რომლის დროსაც პაპს პალიუმი და მებადურის ბეჭედი გადაეცა. სიტყვით მიმართვისას პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ერთობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას დაიცავს. "პეტრე არასდროს უნდა დანებდეს ცდუნებას, იყოს ავტოკრატი, რომელიც ბატონობს მის სამწყსოზე, პირიქით, ის უნდა მსახურებდეს მისი დებისა და ძმების რწმენას" - თქვა საინაუგურაციო ქადაგებისას პაპმა. ღია ცის ქვეშ გამართულ წირვაზე ლეო XIV რომის კათოლიკური ეკლესიის 267-ე პაპად და ვატიკანის სუვერენულ მმართველად ოფიციალურად აღიარეს. 69 წლის კარდინალი პრევოსტი კონკლავმა პაპად 8 მაისს აირჩია. ფრანცისკეს შემდეგ ლეო XIV მეორე პაპი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროდან, თუმცა ბერგოლიოსგან განსხვავებით პრევოსტი აშშ-ს მოქალაქეა. ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში 1955 წელს დაიბადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)