|
2025-05-17 11:41:00, 880 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ესაუბრა. „შევთანხმდით, რომ მკვლელობების დასასრულებლად და სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ანდრეი სიბიგა. შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინისთვის მიუღებელი არაერთი პირობა წამოაყენა. მათ შორის: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის მიღება, უცხოური ჯარების განთავსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე; უკრაინამ უარი უნდა თქვას რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმისა და ოთხი სხვა რეგიონის დაკარგვა, რომლებიც ამჟამად რუსული ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)