|
2025-05-16 15:34:10, 792 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს
დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს, ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს შეხვედრა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს. „ეს შეხვედრა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მივაღწიოთ. რადგან ომი კვლავ ბევრ სიცოცხლეს იწირავს, ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შემდეგი ფაზა ერთად ჩამოყალიბდება ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და გადადგმული ნაბიჯების მეშვეობით“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ჰაკან ფიდანმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს, რომლებმაც სტამბოლში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)