10:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 13:56:22, 786 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა

სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამმხრივი შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics