|
2025-05-13 21:14:24, 1320 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა “მათ [სირიას] სიდიადისთვის შანსს მისცემს”. “სირია - მათ ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ აბსურდის, ომის, მკვლელობების საკუთარი წილი. სწორედ ამიტომ ჩემმა ადმინისტრაციამ პირველად ათწლეულზე მეტის განმავლობაში უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებსა და სირიას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ,” - განაცხადა ტრამპმა. მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. “სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისად მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ. ასე რომ, მე ვამბობ ‘წარმატებები, სირია’. რამე ნამდვილად განსაკუთრებული გვაჩვენეთ”, - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედ გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა “იმედია წარმატებას მიაღწევს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციაში”.
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)