|
2025-05-13 17:55:59, 797 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - თუ ომის დასრულებაზე ამ კვირაში პროგრესი არ იქნება, EU რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, თუ მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. "ჩვენ ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები" – თქვა მერცმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე. მერცის მიხედვით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე. 11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას. 11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მოიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)