|
2025-05-13 13:21:09, 972 ნახვა
მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი - ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილო პოდოლიაკმა გადაცემა The Breakfast Show-თან კომენტარში განაცხადა. კითხვაზე, შეხვდება თუ არა ზელენსკი რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს 15 მაისს სტამბოლში, თუ ვლადიმერ პუტინი იქ არ ჩავა, პოდოლიაკმა უპასუხა : „არა, რა თქმა უნდა არა. ეს ფორმატი არ არის“. მისი თქმით, რუსეთში ხელისუფლების სტრუქტურა ყველასთვის აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინის გარდა სხვა ვინეს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ან რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდეთ. „მხოლოდ პუტინს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ომის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი თქმით, სხვა ფორმატში ნებისმიერი შეხვედრა უაზროა და მხოლოდ დროს გააჭიანურებს. პოდოლიაკმა ასევე განმარტა, თუ როგორ შეძლებს ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრის გამართვას იმის გათვალისწინებით, რომ მასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე აკრძალვაა დაწესებული. „ვფიქრობ, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)