|
2025-05-13 09:57:47, 703 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ გრუშკო - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებას ცდილობენ
საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ სურთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულება და მისი გაჭიანურების კურსს აგრძელებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. „აშკარაა, რომ ეს ქვეყნები კონფლიქტის გაჭიანურების გზას აგრძელებენ. თუ ამოვიღებთ იმ სიტყვიერ უაზრობებს, რომლითაც ისინი თავიანთ პოლიტიკურ ქმედებებს აყალიბებენ, მაშინ მთავარი, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, არის რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, ეკონომიკური დახრჩობა და რეჟიმის შეცვლა. მათ ამ ოთხივე მიმართულებაში სრული ფიასკო განიცადეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს საერთოდ არ ამცირებს მათ სურვილს, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს“, - აღნიშნა გრუშკომ. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან მათი პოზიცია მოკლე დროში მკვეთრად იცვლება. „რაც შეეხება მათ პოზიციებს ამ ეტაპზე, იცით, ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ზუსტად სამი კვირის წინ პოზიციები სრულიად საპირისპირო იყო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა [ემანუელ] მაკრონმა, ერისადმი მიმართვისას, განაცხადა, რომ საფრანგეთი არ უჭერს მხარს მყიფე ზავს. 30-დღიანი ზავი, განა მყიფე არ არის? ამიტომ ისინი დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს იტყვიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება აბსოლუტურად აშკარაა. „თუ შევაფასებთ ევროპელების ხაზს უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად აშკარაა, რომ ეს არის კონფლიქტის გახანგრძლივების, რუსეთის მაქსიმალურად დასუსტების ხაზი“, - აღნიშნა გრუშკომ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)