14:53 - 22 Jul, 2026
|
2016-03-16 14:33:43, 1237 ნახვა
მსოფლიო
იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ ავიაიერიშების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, 75 დაშავებულია
იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 75 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, კერძოდ კი ჰადჯის პროვინციაში რესტორანი და ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორია დაიბომბა. მაშველების თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. აღნიშნული ავიერიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ყველაზე მასშტაბურია. ცნობისთვის, ჰადჯის ტერიტორიას ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ ქვეყნის ტერიტორიების დაკავება გასულ წელს დაიწყეს. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში იემენს საუდის არაბეთის კოალიცია ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)