|
2025-05-12 13:12:20, 658 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს დახურავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, ქალაქ კრაკოვში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება. "რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მარივილკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში მოწყობილი დივერსიის მტკიცებულებების არსებობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს საქმიანობა შევუჩერო". – წერია შიკორსკის განცხადებაში. 2024 წლის 12 მაისს, ვარშავაში უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლმა 1400-მდე სავაჭრო ობიექტი გაანადგურა. 2025 წლის მარტში ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ხანძარი რამდენიმე შუამავლის მეშვეობით რუსეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით, ინციდენტამდე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ვარშავაში, სადაც დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ. 18 მარტს, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ლიტვის პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. "ძვირფასო მოკავშირეებო. ლიტვის პროკურატურამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ ვილნიუსსა და ვარშავაში სავაჭრო ცენტრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე რუსული სპეცსამსახურებია პასუხისმგებელი. კარგია ამის ცოდნა მოლაპარაკებების დაწყების წინ, ასეთია ამ სახელმწიფოს ბუნება". – წერს ტუსკი. 11 მაისს ტუსკმა X-ზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხანძრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას და დამნაშავეებს აუცილებლად დააკავებენ. "ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ვარშავაში, Marywilska-ს სავაჭრო ცენტრში მომხდარი დიდი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების ბრძანებით იყო გაჩენილი. დამნაშავეების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა დანარჩენი იდენტიფიცირებულია და ძებნა მიმდინარეობს. ყველას გიპოვით!" - წერს ტუსკი.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)