14:53 - 22 Jul, 2026
|
2016-03-16 14:28:35, 1211 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში მეჩეთის აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 32 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი იანვრის ბოლოს მოხდა, რასაც 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა არც ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ არც მაშინ აიღო, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ამის უკან დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" იდგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)