|
2016-03-16 12:22:44, 1333 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ანტიტერორისტულმა სამსახურმა ტერაქტში ეჭვმიტანილი 30 პირი დააკავა
სტამბოლის ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლებმა ანკარის ტერაქტში 30 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, სტამბულის 16 რაიონში სპეცსამსახურმა რეიდები განახორციელა. ოპერაციები გვიან ღამით სპეცრაზმელებისა და ვერთმფრენების მეშვეობით ჩატარდა. დაკავებულთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატებიც არიან. სტამბოლის გარდა ანალოგიური რეიდები კიდევ 8 პროვინციაში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ათათურქის ბულვარზე, კერძდ კი ავტობუსის გაჩერებაზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ერთ-ერთ ავტობუსშ იყო დამონტაჟებული აამოქმედა. ინციდენტმა 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 125 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)