|
2025-05-05 18:48:53, 767 ნახვა
მსოფლიო
ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა
აშშ-სთან და ისრაელთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ირანის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, რომელიც მყარ საწვავზე ოპერირებს და რომლის მოქმედების მანძილი, თეირანის მტკიცებით, სულ მცირე, 1200 კილომეტრია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრ გენერალ აზიზ ნასირზადესთან ინტერვიუს დროს ეთერში ახალი რაკეტა, სახელწოდებით Qassem Basir აჩვენა. ნასირზადეს თქმით, რაკეტა 17 აპრილს წარმატებით გამოსცადეს. მინისტრის თანახმად, რაკეტა საცდელი ფრენის დროს "1200 კილომეტრზე შორი მანძილიდან გაუშვეს". მისივე მტკიცებით, რაკეტას შეუძლია, მაღალი სიზუსტით ამოიცნოს და დაარტყას სამიზნეებს და ამასთან, სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიმართ მდგრადია. ნასირზადემ ტელევიზიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ირანს რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი აქვს და მზად არის, "უყოყმანოდ" გამოიყენოს ისინი აგრესიის შემთხვევაში. ირანის თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონის ბრალდებები უარყო, რომ თეირანი იემენელ ჰუსიტებს ეხმარება, რომლებმაც 4 მაისს სარაკეტო იერიში ისრაელის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიიტანეს. ნასირზადეს მტკიცებით, იემენი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც თვითონვე იღებს გადაწყვეტილებებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების გაფრთხილებამდე. ნასირზადემ ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ ირანი, მასზე თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს "ლეგიტიმურ სამიზნეებად" განიხილავს. ახალი რაკეტის წარდგენას წინ უძღვის ჰუსიტების მიერ ისრაელში მდებარე ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიტანილი იერიში. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰუსიტების რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლეს, თუმცა რაკეტა აეროპორტს არ მოხვედრია და მის სიახლოვეს ჩამოვარდა. თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და ირანს პასუხს გასცემს. "ჩვენ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჰუსიტების მუქარის ქვეშ ვართ. ამას არ მოვითმენთ და მათ ძალიან ძლიერი საპასუხო ქმედება ელოდებათ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ამავდროულად, აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლის შემდეგი რაუნდიც 3 მაისს რომში იყო დაგეგმილი, გადაიდო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრის გადადება ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნით მოხდა, რომელიც მოლაპარაკებებში მხარეების შუამავალია. ახალი თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე გაუხმოვანებია მუქარა ირანის მიმართ, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, თუ ირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. "თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ამბობდა ტრამპი მარტში. ცნობისთვის, 2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)