|
2025-05-02 18:56:14, 787 ნახვა
მსოფლიო
სირიამ მსხვილ ფრანგულ კომპანიასთან ლატაკიის პორტის მართვის 30-წლიანი კონტრაქტი დადო
სირიამ ფრანგულ მსხვილ გადამზიდ კომპანიასთან, CMA CGM-თან ლატაკიის პორტის განვითარებისა და მართვის 30-წლიანი კონტრაქტი დადო. მხარეებმა კონტრაქტს ხელი დამასკოში საპრეზიდენტო სასახლეში სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას თანდასწრებით მოაწერეს. CMA CGM-ის რეგიონულმა დირექტორმა, ჯოსეფ დაკაკმა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოსთან, AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ "მოხარულია, შემდეგი 30 წლის განმავლობაში ლატაკიის პორტში ინვესტირებისა და მართვის კონტრაქტის ხელმოწერა გამოაცხადოს". "ამ კონტრაქტის ჩარჩოთი ჩვენ ვალდებულებად ავიღეთ პორტის მოდერნიზება, მისი გაფართოება და აუზის გაღრმავება, რათა მას უფრო დიდი გემების დატევა და მომდევნო წლებში სირიაში შემავალი საქონლის ყველა მოსალოდნელი ოდენობის მიღება შევძლოთ". - თქვა დაკაკმა. პორტის დირექტორმა, აჰმედ მუსტაფამ AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ ხელშეკრულება გულისხმობს 230 მილიონი ევროს გამოყოფას შენობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, "გლობალური სტანდარტებით" ახალი ნავმისადგომის მშენებლობისთვის. მუსტაფას თქმით, პირველ წელს პორტს 30 მილიონი ევრო გადაეცემა, ახალი ნავმისადგომი კი სავარაუდოდ "პირველი წლიდან ოთხ წელში". მანვე დაამატა, რომ ახალი ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის "დიდი გემების შესვლას, რომლებიც ამჟამად ლატაკიის პორტში შესვლას ვერ ახერხებენ". მუსტაფამ თქვა, რომ პორტის შემოსავალი "CMA CGM-სა და სირიის სახელმწიფოს შორის გაიყოფა, 60% სირიის სახელმწიფოს გადაეცემა, 40% კი [კომპანიას]". მისივე თქმით, წილები შესაძლოა "ქვეყანაში შემავალი კონტეინერების რაოდენობის ზრდის" შესაბამისად შეიცვალოს. მანამდე, სირიის პორტების გენერალურმა სამმართველომ თებერვალში გამოაცხადა, რომ შეხვედრებებს მართავდნენ CMA CGM-თან, რომელთა ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ახალი მართვის კონტრაქტი" გაეფორმებინათ. CMA CGM პორტის კონტეინერების ტერმინალს 2009 წლიდან, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროიდან მართავს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)